2010-02-22
ბრძანება №:28/02-01

"ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის ფიზიკური და ტექნიკური დაცვის პერსონალის შერჩევის შესახებ" 2010 წლის 17 თებერვლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის №26/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე და 24-ე მუხლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის № 490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" " 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის საფუძველზე

                           ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    შევიდეს ცვლილება "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის ფიზიკური და ტექნიკური დაცვის პერსონალის შერჩევის შესახებ" 2010 წლის 17 თებერვლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის №26/02-01 ბრძანების მე-2 პუნქტის "ბ" ქვეპუნტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
კანდიდატებს მოეთხოვებათ შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ბ)  ცნობა ნასამართლეობის შესახებ;
2.  ბრძანება განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
3.  ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელი
                                   რ. ხარბედია

« უკან დაბრუნება