2010-07-13
ბრძანება №:163/02-01

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამოქალაქო მშენებლობის სფეროში სპეციალისტის შესარჩევი კომისიისა და კომისიის მუშაობის წესის დამტკიცების შესახებ

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამოქალაქო მშენებლობის სფეროში სპეციალისტის შესარჩევი კომისიისა და კომისიის მუშაობის წესის დამტკიცების შესახებ

 "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე და 24-ე მუხლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


  1. დამტკიცდეს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამოქალაქო მშენებლობის სფეროში სპეციალისტის შესარჩევი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
    ა) ალექსანდრე შენგელაია – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი – კომისიის თავმჯდომარე;

    ბ) გიორგი ჯაიანი – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი, - მდივანი;

    გ)  ბეჟან თუთბერიძე - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი;

    დ) დავით კერესელიძე - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი;

    ე) ნოდარ ლეკიშვილი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი;

    ვ) რომან ჯობავა - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი;

    ზ) პაატა რეკვავა - ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი.

  1. დამტკიცდეს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე   სამოქალაქო მშენებლობის სფეროში სპეციალისტის შესარჩევი კომისიის მუშაობის წესი ( დანართი 1 ).
  1. ბრძანება განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

  2. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

საფუძველი: ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2010 წლის 29 ივნისის ბრძანება №149/02-01 "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამოქალაქო მშენებლობის სფეროში სპეციალისტის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ".






ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                             რ. ხარბედია
« უკან დაბრუნება