2013-07-08
ბრძანება №:71/01-01

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის ,,ა" და ,,ს" ქვეპუნქტების, 46-ე მუხლის, 47-ე მუხლის პირველი პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის N31 დადგენილებით დამტკიცებული ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, ამავე წესის მე-3 მუხლის, ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2013 წლის 12 ივლისის №12/04 ერთობლივი ბრძანების "ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის ს. კაპანაძის 2013 წლის 4 ივლისის №18883/02 წერილის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორის სამსახურში მისაღებად;
2. უნივერსიტეტის სრულ პროფესორად 6 (ექვსი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 6 (ექვსი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;

3. კონკურსი გამოცხადდეს 2013 წლის 8 ივლისს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2013 წლის 16 აგვისტოდან 2013 წლის 27 აგვისტოს ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2013 წლის 10 სექტემბრისა.
4. კონკურსი გამოცხადდეს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პოლიტიკის მეცნიერებათა მიმართულებით სრული პროფესორის სამსახურში მისაღებად.
5. სრული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა
წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით (ფაილის ფორმატი - Word დაPDF);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ვ) პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი სამეცნიერო ნაშრომი;
თ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.
6. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2013 წლის 16 აგვისტოდან 2013 წლის 27 აგვისტოს ჩათვლით, 9:30-დან 18:00 საათამდე, თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. № 8 (VI კორპუსი) ოთახი №202;
7. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ინფრომაციული ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტში".
9. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
10. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.





რექტორის მოვალეობის
შემსრულებელი ალექსანდრე კვიტაშვილი

« უკან დაბრუნება