2013-12-23
ბრძანება №:162/02-01
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, მათ შორის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემისა და პროაქტიული გამოქვეყნებისათვის გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ლ” ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა”, ,,ზ” და ,,თ” ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 36-ე მუხლის, 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, 61-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-6 და მე-7 ნაწილების, ,,საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილების მე-5 მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და საჯარო ინფორმაციის მატერიალური და ელექტრონული ფორმით გაცემაზე, ასევე მის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი ლიკა კილაძე.
2. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და საჯარო ინფორმაციის მატერიალური და ელექტრონული ფორმით გაცემაზე, ასევე მის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირს დაევალოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადებში.
3. პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის უნივერსიტეტის ელექტრონულ რესურსზე ელექტრონული სახით ატვირთვაზე პასუხისმგებელ პირს დაევალოს ამ ბრძანების N1 დანართით განსაზღვრული პირების მიერ მიწოდებული გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ატვირთვის სისრულის უზრუნველყოფა.
4. წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული დანართის შესაბამისად (დანართი N1), განსაზღვრული პირები მიმდინარე წლის 26 დეკემბრამდე, ხოლო 2014 წლიდან ყოველი კვარტლის დასრულებიდან, ასევე წლის დასრულებიდან, ასევე საჭიროებისამებრ, შესაბამისი ცვლილებიდან არაუგვიანეს 20 დღისა სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირს აწვდიან დანართით განსაზღვრულ ინფორმაციას პროაქტიულად გამოქვეყნების მიზნით და პასუხისმგებელი არიან ამ ინფორმაციის სისრულესა და სისწორეზე.
5. უნივერსიტეტის ელექტრონულ რესურსზე, ამ ბრძანების დანართით გათვალისწინებული ნუსხით განსაზღვრული ინფორმაციის ატვირთვა დაევალოს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ვებ-გვერდის რედაქტორს თამარ ცინცაძეს და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტს დავით ჭეჟიას, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და საჯარო ინფორმაციის მატერიალური და ელექტრონული ფორმით გაცემაზე, ასევე მის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირის მონაწილეობით.
6. ამ ბრძანების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტის ლიკა კილაძის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირად დანიშვნის თაობაზე’’ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 17 იანვრის №06/02-01 ბრძანება.
7. წინამდებარე ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
8. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის;
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დავით ჩომახიძე