2012-01-04
ბრძანება №:02/02-01
,,სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 30 სექტემბრის №174/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის #208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის –„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ წესდების 24-ე მუხლის, პირველი პუნქტის "ნ” ქვეპუნქტის, მე-2 პუნქტის, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის შ. ჭანტურიძის 2011 წლის 21 დეკემბრის №34494/02 წერილის საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ
1. შეტანილ იქნას ცვლილებები ,,სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 30 სექტემბრის №174/02-01 ბრძანებაში და ბრძანების დანართი #6-ის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,12. რაფაელ აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი:
12.1. თინათინ ლეჟავა _ ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, ქვეკომისიის თავმჯდომარე;
12.2. ეკატერინე ტეფნაძე _ მთავარი ბუღალტერი;
12.3. ია ბარბაქაძე _ ეკონომისტი;
12.4. მანანა გაჩეჩილაზე _ უფროსო მეცნიერ-თანამშრომელი;
12.5. სერგო გასვიანი _ მეცნიერ-თანამშრომელი;
12.6. კობა კაპანაძე_ მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ბაგების სტუდქალაქის სპეციალისტი;
12.7. ლაშა გელანტია – მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ბაგების სტუდქალაქის სპეციალისტი;”
2. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების შესასრულებლად გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის, დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის;
3. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;
4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს წინამდებარე ბრძანების სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსება;
5. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: დ. ჩომახიძე
« უკან დაბრუნება