2010-12-14
ბრძანება №:119/01-01

2010-2011 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

2010-2011 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22–ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56–ე მუხლის მე–2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 61–ე მუხლის პირველი, მე–3 და მე-6 ნაწილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-16 მუხლის მეორე პუნქტის საფუძველზე,   

ვბრძანებ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010-2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სასესიო და არდადეგების პერიოდი განისაზღვროს შემდეგი სახით:

ა) ბაკალავრიატი/პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა:

ა.ა) სასესიო პერიოდი – 10 იანვარი – 1 თებერვალი (ძირითადი გამოცდები), 7 თებერვალი – 12 თებერვალი (დამატებითი გამოცდები).
ა.ბ) არდადეგები -  13 თებერვალი – 27 თებერვალი.

ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო სამაგისტრო პროგრამა:

ბ.ა) სასესიო პერიოდი – 24 იანვარი – 5 თებერვალი (ძირითადი გამოცდები), 7 თებერვალი – 15 თებერვალი (დამატებითი გამოცდები).
ბ.ბ) არდადეგები -  16 თებერვალი – 27 თებერვალი.

გ) უმაღლესი საგანმანათლებლო სადოქტორო პროგრამა:
გ.ა) სასესიო პერიოდი – 24 იანვარი – 5 თებერვალი (ძირითადი გამოცდები), 7 თებერვალი – 15 თებერვალი (დამატებითი გამოცდები).
გ.ბ) არდადეგები -  16 თებერვალი – 27 თებერვალი.

2. 2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ვადები განისაზღვროს შემდეგი სახით:

ა) ბაკალავრიატი/ პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა/ მაგისტრატურა/ დოქტორანტურა:

ა.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 14 თებერვალი - 26 თებერვალი.
ა.ბ) აკადემიური რეგისტრაცია   16 თებერვალი – 27 თებერვალი.
ა.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები 28 თებერვალი – 11 ივნისი.
ა.დ) სასესიო პერიოდი 13 ივნისი – 2 ივლისი (ძირითადი გამოცდები), 11 – 19 ივლისი (დამატებითი გამოცდები).

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010-2011 საწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2010 წლის 15 ივნისის №135/02-01 ბრძანების ძალადაკარგულად ცნობის შესახებ” სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2010 წლის 2 სექტემბრის  №75/01-01 ბრძანება.

4. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს სასწავლო დეპარტამენტს.

5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.

6. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

7. ბრძანება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.





რექტორის მოვალეობის შემსრულებელი                 ა. კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება