2011-06-29
ბრძანება №:62/01-01

სასწავლო კურსის სილაბუსში მითითებული ძირითადი და დამხმარე ლიტერატურის ჩამონათვლის შედგენის, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში წარმოდგენის წესის დამტკიცებისა და ამ ლიტერატურით უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო ფონდის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

სასწავლო კურსის სილაბუსში მითითებული ძირითადი და  დამხმარე  ლიტერატურის ჩამონათვლის შედგენის, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში წარმოდგენის  წესის დამტკიცებისა და ამ ლიტერატურით უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო ფონდის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

  1. დამტკიცდეს წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული „სასწავლო კურსის სილაბუსში მითითებული ძირითადი და დამხმარე ლიტერატურის ჩამონათვლის შედგენისა და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში წარმოდგენის  წესი“ (დანართი №1, დანართი №2).
  2. დაევალოთ ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსებს, „სასწავლო კურსის სილაბუსში მითითებული ძირითადი და დამხმარე ლიტერატურის ჩამონათვლის შედგენისა და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში წარმოდგენის  წესის“ მიხედვით შეადგინონ სილაბუსში მითითებული ძირითადი და დამხმარე ლიტერატურის ჩამონათვალი და წარადგინონ უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში.
  3. სასწავლო კურსის სილაბუსში მითითებული ლიტერატურის უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო ფონდებში არ არსებობის შემთხვევაში, სილაბუსის ავტორებმა უზრუნველყონ, საჭიროებისამებრ, ამ ლიტერატურის დროებით სარგებლობაში გადაცემა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისათვის, რათა უნივერსიტეტის მიერ მოხდეს მათი ასლების დამზადება და, საბიბლიოთეკო დოკუმენტის ფორმის მიცემის შემდგომ, მათი ჩართვა საბიბლიოთეკო ფონდში, სტუდენტებისათვის ხელმისაწვდომობის მიზნით.
  4. საფინანსო და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტებმა უზრუნველყონ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა საჭირო ტექნიკითა და მასალით.
  5. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურსა და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას.
  6. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
  7. ბრძანება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.







რექტორი                                    ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება