2012-08-06
ბრძანება №:110/02-01

ა(ა)იპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (მე-2 კორპუსი) ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების ჩამოწერის შესახებ

ა(ა)იპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (მე-2 კორპუსი) ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების ჩამოწერის შესახებ

    "საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტის, ა(ა)იპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე პირველი პუნქტის “კ” და “ნ” ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ა(ა)იპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2012 წლის 13 თებერვლის  №17/02-01 ბრძანების საფუძველზე შექმნილი კომისიის 2012 წლის 27 ივლისის დასკვნის შესაბამისად
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    ჩამოწერილ იქნას ა(ა)იპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (მე-2 კორპუსი) ბალანსიდან 17841.60  ლარის ღირებულების ძირითადი აქტივები (113 ერთეული, დანართი №1);
2.    დაევალოს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს  ჩამოწერილი ძირითადი აქტივების ლიკვიდაციასთან დაკავშირებული პროცედურები განახორციელოს კანონმდებლობის შესაბამისად;
3.    დაევალოს იურიდიულ დეპარტმენტს ძირითადი აქტივების ჩამოწერის შედეგად მიღებული ჯართის (სავარაუდო წონა 450კგ.) კანონმდებლობის შესაბამისად რეალიზების სამართლებრივი უზრუნველყოფა;
4.    დაევალოს კანცელარიას გადასცეს წინამდებარე ბრძანება დაგზავნის ფურცელში მითითებულ სტრუქტურულ ერთეულებს;
5.    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის  დეპარტამენტს  ბრძანების უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსება;
6.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.





ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                   დ.ჩომახიძე

« უკან დაბრუნება