2012-12-24
ბრძანება №:163/02-01
ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალში ,,ეკონომიკა და ბიზნესი” ნაშრომის გამოქვეყნების ტარიფის დადგენის თაობაზე
ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალში ,,ეკონომიკა და ბიზნესი” ნაშრომის გამოქვეყნების ტარიფის დადგენის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 23-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2012 წლის 12 ნოემბრის №29203/02 წერილის საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალში ,,ეკონომიკა და ბიზნესი”, პირებისათვის, რომლებიც არ არინ ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლები ნაშრომის გამოქვეყნებისათვის ერთი გვერდის ღირებულება განისაზღვროს 5 ლარის ოდენობით. 2. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე.
3. დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე განთავსება.
4. წინამდებარე ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან გაუქმდეს ჟურნალში ,,ეკონომიკა და ბიზნესი” ნაშრომის გამოქვეყნების ტარიფის დადგენასთან დაკვშირებით უნივერსიტეტში მოქმედი ყველა სამართლებრივი აქტი.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დავით ჩომახიძე
« უკან დაბრუნება