2014-12-16
ბრძანება №:177/02-01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის სასწავლო პროცესის მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტის შესარჩევად კონკურსის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ და ,,პ’’ ქვეპუნქტის და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის დ. კანდელაკის 2014 წლის 8 დეკემბრის № 41949/02 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
გამოცხადდეს კონკურსი სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის სასწავლო პროცესის მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტის კანდიდატურის შესარჩევად.
2.
კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა)
უმაღლეს საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის არანაკლებ ორი წლის სტაჟი;
ბ)
საქართველოში უმაღლესი განათლების სფეროში მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე რეგულაციების, თსუ-ში მოქმედი სამართლებრივი აქტების და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ცოდნა, ასევე უპირატესობა მიენიჭება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’ ცოდნას.
გ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია ინგლისური ენა/რუსული ენა);
დ) MS office – ის პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (მონაცემთა ბაზები, სარედაქციო პროგრამები).
3.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს მოეთხოვებათ შემდეგი საბუთების წარმოდგენა (დოკუმენტების PDF ვერსია):
ა)
CV;
ბ)
სამოტივაციო წერილი;
გ)
მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) პროფესიული გამოცდილების ამსახველი სარეკომენდაციო წერილი ყოფილი ან/და მიმდინარე დამსაქმებლისგან.
ვ) ამონაწერი შრომის წიგნაკიდან/ცნობა უმაღლეს საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის თაობაზე.
4. საბუთები წარმოდგენილ იქნეს 2014 წლის 18-დან 31 დეკემბრის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge კონკურსანტმა სათაურის ველში უნდა მიუთითოს ,,სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი’’.
5. სსიპ – ივანე ჯავახიშვილი სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის სასწავლო პროცესის მართვის განყოფილების Mმთავარი სპეციალისტის შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია არაუგვიანეს 2014 წლის 31 დეკემბრისა.
6. კომისიის მუშაობის წესი დამტკიცდეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით და განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე – www.tsu.ge -ზე.
7. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა შერჩევა განხორციელდეს შემდგომში გამოცემული, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით დამტკიცებული, დადგენილი წესით.
8. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს და კონკურსანტებს, კონკურსის მიმდინარეობის და გასაუბრების შედეგები ეცნობებათ პირადად, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
9. კონკურსის საფუძველზე შერჩეულ მთავარი სპეციალისტის კანდიდატთან, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის წარდგინების საფუძველზე, გაფორმდება შრომითი ხელშეკრულება.
10. ბრძანება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის სასწავლო პროცესის მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge -ზე.
11. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: დ. ჩომახიძე