2017-04-03
ბრძანება №:57/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველად და შემდგომ საფეხურებზე 2017 წლის გაზაფხულზე მისაღებ აპლიკანტთა რაოდენობიდან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე აპლიკანტთა მიღებისთვის ადგილების განსაზღვრის შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველად და შემდგომ საფეხურებზე 2017 წლის გაზაფხულზე მისაღებ აპლიკანტთა რაოდენობიდან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე აპლიკანტთა მიღებისთვის ადგილების განსაზღვრის შესახებ

   „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი  პუნქტის,   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის,  58-ე მუხლის პირველი ნაწილის, 59-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის N152/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების“ მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 24 მარტის ,,2017 წლის გაზაფხულზე ორგანიზებულ პროფესიულ ტესტირებაზე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად და შემდგომ საფეხურებზე აპლიკანტთა/ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა რეგისტრაციისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის ტესტირებაში მიღებული ქულის/ქულების შენახვის მიზნით აპლიკანტთა რეგისტრაციის ვადების დადგენის თაობაზე,, #272 ბრძანების და  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველად/შემდგომ საფეხურზე 2017 წლის გაზაფხულზე მისაღებ აპლიკანტთა რაოდენობიდან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე აპლიკანტთა მიღებისთვის ადგილები განისაზღვროს  შემდეგი ოდენობით:

1.1. ტანსაცმლის დიზაინი (V საფეხური) – 2 ადგილი
1.2. სასტუმრო და საკურორტო მენეჯმენტი (V საფეხური) – 1  ადგილი
1.3. ტურიზმის მენეჯმენტი (V საფეხური) – 2 ადგილი
1.4. აგროლოჯისტიკის ოპერატორი -  (IV საფეხური) – 1ადგილი
1.5. აგროლოჯისტიკის ოპერატორი -  (V საფეხური) – 3 ადგილი
2. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა   დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე                                        მიხეილ ჩხენკელი




« უკან დაბრუნება