2020-01-15
ბრძანება №:6/02-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე


,,უმაღლესი  განათლების  შესახებ’’  საქართველოს  კანონის  23-ე  მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“, ,,ო“     ,,პ“ ქვეპუნქტების და თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის რამაზ ხომერიკის 2020 წლის 09 იანვრის N128/28 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:


1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში:


ა) ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1-ის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


,,ა) ოთარ თაბორიძე - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურის უფროსი - თსუ მე-2 სასწავლო კორპუსში მდებარე NN:151, 300 და თსუ მე-11 სასწავლო კორპუსში მდებარე N018 ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი“;


ბ)  ბრძანებით  დამტკიცებული  დანართი  N1-ის  მე-3  მუხლის  პირველ  პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე ,,დ“ - ,,ვ“ ქვეპუნქტები:


,,დ) გურამ ქუთელია -ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი - თსუ მე-2 სასწავლო კორპუსში მდებარე N108 ოთახში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;


ე) შორენა ჩუბინიძე - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარიის უფროსი   - თსუ მე-2 სასწავლო კორპუსში მდებარე N110 ოთახში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;


ვ) რუსუდან დანელია - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი - თსუ მე-2 სასწავლო კორპუსში მდებარე N158 ოთახში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი.“;


გ) ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1-ის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ლ) ნანა შათაშვილი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი - თსუ მე-2 სასწავლო კორპუსში მდებარე NN:235; 305 ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი.“;


დ)  ბრძანებით   დამტკიცებული   დანართი   N1-ის  მე-3  მუხლის   მე-4  პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე ,,ჰ2“ ქვეპუნქტი:
,,ჰ2) ნოდარ ცინცაძე - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი - თსუ მე-2 სასწავლო კორპუსში მდებარე N226 ოთახში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი.“.

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელი    ლაშა საღინაძე

« უკან დაბრუნება