ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძირითადი საშუალებებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა შიდა გადაადგილებისა და სამართლებრივი დამაგრების მიღება-ჩაბარების აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძირითადი საშუალებებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა შიდა გადაადგილებისა და სამართლებრივი დამაგრების მიღება-ჩაბარების აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ
“უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის” 23-ე და 24-ე მუხლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 25-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ზ” პუნქტის საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. დამტკიცდეს
დანართით განსაზღვრული “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძირითადი საშუალებებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა შიდა გადაადგილებისა და სამართლებრივი დამაგრების მიღება-ჩაბარების აქტის ფორმა”.
2. დაევალოთ მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს,
ფაკულტეტების რესურსების მართვის სამსახურის უფროსებს, ადმინისტრატორებს და ყველა მატერიალურად პასუხისმგებელ პირებს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძირითადი საშუალებებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა შიდა გადაადგილები უზრუნველყონ დამტკიცებული მიღება-ჩაბარების ფორმის შესაბამისად, ამასთან უკვე გადაადგილებული ძირითადი საშუალებები და სხვა მატერიალური ფასეულობები აღრიცხონ მიღება-ჩაბარების აქტის ფორმის შესაბამისად.
3. დაევალოს თსუ კანცელარიის უფროსს (ნ. ოვსიანიკოვა) უზრუნველყოს ამ ბრძანების გადაცემა უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულებისათვის. ბრძანება საჯარო გაცნობისათვის გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის ვებ გვერდზე და მოხდეს მისი ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს (დ. ჩერქეზიშვილი).
5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელი
რ. ხარბედია