2009-11-06
ბრძანება №:119/01-01

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრული და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრული და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

`უმაღლესი განათლების შესახებ~ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, 34-ე მუხლის 1--ლი და მე-2 ნაწილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული `საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების~ 16-ე მუხლის მე-2 პუნქტის, `ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ~ აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის #91 დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის #13 სხდომის გადაწყვეტილების, `საქართველოსა და უცხოეთის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხების აღიარების წესის შესახებ~აკადემიური საბჭოს 2009 წლის 16 ივლისის #256 დადგენილების, `ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2009 წლის 22 სექტემბრის #177/02-01 ბრძანების საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.    გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრული და ასოცირებული პროფესორების ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად;
2.    სრული  ან ასოცირებულ პროფესორის თანამდებობაზე 3 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი. სრული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა არანაკლებ               6 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილება, ხოლო ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილება.

3.    კონკურსი გამოცხადდეს 2009 წლის 6 ნოემბერს, დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2009 წლის 7 დეკემბრიდან 2009 წლის             21 დეკემბრის ჩათვლით, კონკურსი ტარდება საბუთების მიღების დასრულებიდან არანაკლებ 1 და არაუგვიანეს 2 თვის ვადაში;
4.    კონკურსი გამოცხადდეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგი მიმართულებებით:

             ფილოსოფია  
            
           პრაქტიკული ფილოსოფია

             სრული პროფესორი _ 1
             ასოცირებული პროფესორი _ 2
          
          ფილოსოფიის ისტორია
    
            ასოცირებული პროფესორი _ 1

           ისტორია

         საქართველოს ისტორია

            სრული პროფესორი _ 1

         კლასიკური ფილოლოგია

           ასოცირებული პროფესორი _ 2
            
         თეორიული და შედარებითი ენათმეცნიერება

          ასოცირებული პროფესორი _ 1
 
           ქართული ფილოლოგია

          ახალი ქართული ენა

          ასოცირებული პროფესორი _ 1

          ახალი ქართული ლიტერატურა
        
          ასოცირებული პროფესორი _ 1

          ინგლისური ფილოლოგია
           
          ასოცირებული პროფესორი _ 1
          
5.    სრული პროფესორის თანამდებობაზე ხელფასი განისაზღვრება თვეში არანაკლებ 900 (ცხრაასი) ლარით, ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ხელფასი განისაზღვრება თვეში არანაკლებ 720 (შვიდას ოცი) ლარით.

6. სრული და ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი   კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია (ცვ);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტები) ასლი (საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული დოქტორის აკადემიური ხარისხისა და უცხოეთში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს თსუ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 16 ივლისის #256 დადგენილების დანართი 1-ის მე-2 და მე-4 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით);
ე) სალექციო კურსების ჩამონათვალი _ სილაბუსებით;
ვ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;
ზ) ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებული ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის კვლევით პოტენციალს;
თ) სრული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 6 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ი)  ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილების  დამადასტურებელი დოკუმენტი;
7.   კანდიდატმა სასურველია წარმოადგინოს:
ა) ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში საგრანტო პროექტების ხელმძღვანელობისა  ან პროექტებში მონაწილეობის შესახებ;
ბ)    მისი ხელმძღვანელობით შედგენილი და განხორციელებული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები;
8. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2009 წლის 7 დეკემბრიდან 2009 წლის 21 დეკემბრის ჩათვლით თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. #36  (V კორპუსი) მე-2 სართული, ოთახი #220;
9. ბრძანება გამოქვეყნდეს  გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტში" და განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
 10. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

საფუძველი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის
            მოვალეობის შემსრულებლის წერილი #24578/02 16.10.2009წ.


 
რექტორი, პროფესორი 
                                         გ. ხუბუა


« უკან დაბრუნება