2013-09-18
ბრძანება №:577/02-04
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე უნივერსიტეტში გაცვლითი სტატუსით ჩამოსული სტუდენტებისათვის სტიპენდიის დანიშვნის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 100 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’და ,,პ’’ ქვეპუნქტების, საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის თ. გერგედავას 2013 წლის 17 სექტემბრის №27144/02 სამსახურეობრივი ბარათის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე, გაცვლითი სტატუსით ჩამოსულ სტუდენტებს: გერტრუდა გილიტეს, იურგიტა ივანაუსკაიტეს, ალბინა ნიკიტიონიკს, რიტა იონუსაიტეს, რეგინა კარტანაიტეს (ვილნიუსის უნივერსიტეტი), ბარბორა დონევოვას (კომენიუსის უნივერსიტეტი ბრატისლავაში), პაულინა გოლიაკოვაიტეს, როკას პოვილიუსის, რობერტა სადაუსკაიტეს (ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტი) დაენიშნოთ სტიპენდია თითოეულს თვეში 312.5 ლარი (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).2. სტიპენდია გაიცეს 2013 წლის პირველი ოქტომბრიდან _ 2014 წლის 10 თებერვლამდე გერტრუდა გილიტეზე, იურგიტა ივანაუსკაიტეზე, ალბინა ნიკიტიონიკზე, რიტა იონუსაიტეზე (ვილნიუსის უნივერსიტეტი), ბარბორა დონევოვაზე (კომენიუსის უნივერსიტეტი ბრატისლავაში), პაულინა გოლიაკოვაიტეზე, როკას პოვილიუსზე, რობერტა სადაუსკაიტეზე (ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტი), ხოლო 2013 წლის 18 სექტემბრიდან _ 2014 წლის 10 თებერვლამდე რეგინა კარტანაიტეზე (ვილნიუსის უნივერსიტეტი)
3. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს, გასცეს სტიპენდია ყოველი თვის პირველ კვირაში უნივერსიტეტის ბიუჯეტში “სხვადასხვა ხარჯების” მუხლში გათვალისწინებული სტიპენდიის თანხებიდან.
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
5. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
6. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დავით ჩომახიძე
« უკან დაბრუნება