2018-12-27
ბრძანება №:343/02-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „ქოუჩინგი მენეჯმენტში“ ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებლის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე

სსიპ  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  უწყვეტი  განათლების  ცენტრის სასერტიფიკატო კურსის  „ქოუჩინგი მენეჯმენტში“ ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებლის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე
 
   ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის,   52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი  პუნქტის „ა“ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების, სსიპ – ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის  „ქოუჩინგი მენეჯმენტში“  დამტკიცების შესახებ რექტორის  2018 წლის 21 დეკემბრის N319/01-01 ბრძანების, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2018 წლის 12 დეკემბრის N25567/10 წერილისა  და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 24 დეკემბრის N26609/10 წერილების  საფუძველზე,

 ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:  
   
1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის  „ქოუჩინგი მენეჯმენტში“ ერთი კურსის მოცულობა განისაზღვროს 24 საათით; კურსის ღირებულება თითოეული მსმენელისათვის განისაზღვროს  350 ლარის ოდენობით;
2. სასერტიფიკატო კურსის ღირებულების გადახდისას დადგინდეს შეღავათები თსუ         სტუდენტებისა და თანამშრომლებისათვის, კურსის ღირებულება განისაზღვროს თვეში                    300 ლარით;
3. მასწავლებლის ანაზღაურება  განისაზღვროს 1 საათი – 50  ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით); 
4. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
5. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
6. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე. 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                                                                ნუნუ ოვსიანიკოვა      
          

« უკან დაბრუნება