2017-11-09
ბრძანება №:240/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ,,მასაჟისტის” (III საფეხური) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირისათვის ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხისა და წარდგენის ვადების განსაზღვრის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ,,მასაჟისტის” (III საფეხური) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირისათვის ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხისა და წარდგენის  ვადების განსაზღვრის შესახებ

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების’’ მე-40 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. განისაზღვროს 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ,,მასაჟისტის” (III საფეხური) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირისათვის ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; 
ბ) ფოტოსურათი 3/4 (ელექტრონული ვერსია CD-ზე);
გ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დამადასტურებელი დოკუმენტი;

2. განისაზღვროს 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების პირველად და შემდგომ საფეხურზე ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის წარდგენის ვადად 13 - 15 ნოემბერი.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების  დეპარტამენტს;
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე 
და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე     მიხეილ ჩხენკელი
  
« უკან დაბრუნება