2019-05-10
ბრძანება №:105/01-01

2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისა და 2019/2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი აფიონ ქოჯათეფეს უნივერსიტეტისა და რომის საპიენცას უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისა და 2019/2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი აფიონ ქოჯათეფეს უნივერსიტეტისა და რომის საპიენცას უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11   პუნქტების და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის, ტემპუსის და ერაზმუს პლიუსის საერთაშორისო კრედიტ-მობილობის და ინსტიტუციონალური განვითარების პროექტების ინსტიტუციონალური კოორდინატორის წერილების (8407/10; 08.05.19; 8450/10;08.05.2019) საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    ჩატარდეს  კონკურსი  2018/2019  სასწავლო  წლის  გაზაფხულის  სემესტრისა  და
2019/2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი აფიონ ქოჯათეფეს უნივერსიტეტისა და რომის საპიენცას უნივერსიტეტის მიერ თსუ აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად.
2. კონკურსი ჩატარდეს 2019 წლის 17 მაისს, 14:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ოთახი №121 (მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №1).
3.    დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ქეთევან ხუციშვილი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ელისაბედ    ბჟალავა,    თსუ    ჰუმანიტარულ    მეცნიერებათა    ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
გ) დემეტრე ეგნატაშვილი, თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, კომისიის წევრი.
4. დამტკიცდეს  კომისიის  მდივნად  თსუ  საგარეო  ურთიერთობის  დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი - ანი ჭელიშვილი.
5.    დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1).
6. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. წინამდებარე     ბრძანება     კანონმდებლობით     დადგენილი     წესით     გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი,   შიდა   აუდიტის   სამსახური,   საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.





რექტორის მოვალეობის შემსრულებელი                 ნუნუ ოვსიანიკოვა

« უკან დაბრუნება