2013-07-22
ბრძანება №:79/02-01

,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაგების სტუდქალქში მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2008 წლის 06 ოქტომბრის #1231/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ”

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 2011 წლის 04 ნოემბრის N412 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” და ,,ნ” ქვეპუნქტების, მე-2 პუნქტის, მე-4 პუნქტის და უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სტუდქალაქის მმართველის ზ. წაქაძის 2013 წლის 10 ივლისის N19509 მოხსენებითი ბარათის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაგების სტუდქალაქში მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2008 წლის 06 ოქტომბრის N1231/02-01 ბრძანებაში  და ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
,,1. თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  2008 წლის 04 აგვისტოს N107/02-01 ბრძანების ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაგების სტუდქალაქში საერთო საცხოვრებლით სარგებლობის წესის“ საფუძველზე საცხოვრებელი ფართის დანიშნულებისამებრ გამოყენების მონიტორინგის, გამოუყენებელი ფართის გახსნა-დალუქვის, ურჩი გადამხდელებისადმი სამართლებრივი მექანიზმების შემუშავებისა და სხვა საჭირო ღონისძიებების გატარების მიზნით შეიქმნას მუდმივმოქმედი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ალექსანდრე ხუჯაძე - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;

ბ) ზაზა წაქაძე - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სტუდქალაქის მმართველი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ნინო კუტალაძე - იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, კომისიის წევრი;
დ) მარინა თედორაძე - საფინანსო დეპარტამენტის საგეგმო-საფინანსო განყოფილების მთავარი სპეციალისტი, კომისიის წევრი;
ე) ირაკლი ალავერდაშვილი - დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიული მართვის ცენტრის და ტექნიკური დაცვის განყოფილების უფროსი, კომისიის წევრი;
ვ) კობა კაპანაძე  - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი, კომისიის წევრი;
ზ) ლაშა გელანტია - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი, კომისიის წევრი;
თ) აზა ბენიძე, თამარ დვალი - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის  სტუდქალაქის ადმინისტრატორები, კომისიის წევრები.“

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება   დაევალოს  ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
3.  ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:                დ. ჩომახიძე

« უკან დაბრუნება