2016-01-28
ბრძანება №:185/02-04
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2016 წლის იანვრის და თებერვლის თვეებში) ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს’’ პროგრამის ფარგლებში სტიპენდიის დანიშვნის შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2016 წლის იანვრის და თებერვლის თვეებში) ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს’’ პროგრამის ფარგლებში სტიპენდიის დანიშვნის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’,,ო’’და ,,პ’’ ქვეპუნქტების, მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 15 იანვრის №20, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას 2015 წლის 24 ნოემბრის №214/01-01 და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 29 დეკემბრის №213/02-01 ბრძანებების, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის დ.კორძაიას 14.12.2015წ. №46396/02 წერილის და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის დ. კანდელაკის 17.12.2015წ. №46920/02 დასკვნის საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. დაენიშნოთ სტიპენდია, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2016 წლის იანვრის და თებერვლის თვეებში) ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” პროგრამის ფარგლებში თითოეულს თვეში 150 ლარი დანართი №1 – ის მიხედვით;
2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს, გასცეს თვეში 7350 ლარი, უნივერსიტეტის 2016 წლის ბიუჯეტით, ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” პროგრამის ფარგლებში, სხვა ხარჯების მუხლში გათვალისწინებული სახაზინო თანხებიდან;
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის;
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელი,
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ე. ქემოკლიძე