2015-12-08
ბრძანება №:220/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორების და ასისტენტების აკადემიურ თანამდებობაზე სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ  ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორების და ასისტენტების აკადემიურ თანამდებობაზე სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ


     "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის, მე-4 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის   11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-8  პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტებისა და ამავე მუხლის    მე-11 პუნქტის, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის, მე-4 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118 დადგენილებით (დამტკიცებული თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს ოქმი №10 29.12.2014წ.) დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, მე-2 მუხლის  მე-3 პუნქტი და მე-4 პუნქტი, ამავე წესის მე-3 მუხლის, "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“  სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 4 დეკემბრის №37/04 ერთობლივი ბრძანების, თსუ რექტორის 2015 წლის 3 დეკემბრის №217/01-01 ბრძანების, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის    მ. შალიკაშვილის  2015 წლის 4 დეკემბრის №45097/02 და 7 დეკემბრის №45417/02 წერილების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორების და ასისტენტების აკადემიურ თანამდებობაზე სამსახურში მისაღებად;
2. ასისტენტ-პროფესორად 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი.
3. ასისტენტად 3 (სამი) წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორანტი.
4. კონკურსი გამოცხადდეს 2015 წლის 8 დეკემბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2016 წლის 11 იანვრიდან    2016 წლის 14 იანვრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2016 წლის 25 თებერვლისა;
5. კონკურსი გამოცხადდეს იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორის 23 საშტატო ერთეულის და ასისტენტის 20 საშტატო ერთეულის დასაკავებლად: 

ადმინისტრაციული სამართლის მიმართულება
ასისტენტ-პროფესორი 1 საშტატო ერთეული;
ასისტენტი 1 საშტატო ერთეული.

სამართლის მეთოდების მიმართულება
ასისტენტ-პროფესორი 1 საშტატო ერთეული;
ასისტენტი 1 საშტატო ერთეული.

სამართლის ისტორიის მიმართულება -
ასისტენტ-პროფესორი 3 საშტატო ერთეული;
ასისტენტი 1 საშტატო ერთეული.

კერძო სამართლის მიმართულება
ასისტენტ-პროფესორი 7 საშტატო ერთეული;
ასისტენტი 8 საშტატო ერთეული.

სისხლის სამართლის მიმართულება
ასისტენტ-პროფესორი 7 საშტატო ერთეული;
ასისტენტი 6 საშტატო ერთეული.

საერთოშორისო სამართლის მიმართულება
ასისტენტ-პროფესორი 2 საშტატო ერთეული;
ასისტენტი 2 საშტატო ერთეული.

კონსტიტუციური სამართლის მიმართულება
ასისტენტ-პროფესორი 2 საშტატო ერთეული;
ასისტენტი 1 საშტატო ერთეული.


6. აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა  უნდა წარმოადგინოს:
ა)  განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით); 
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);        
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების)  ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე)  სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ვ) სამოტივაციო წერილი.
7. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს  2016 წლის 11 იანვრიდან     2016 წლის 14 იანვრის ჩათვლით, 9:30-დან 18:00 საათამდე (შესვენება 13:00 – 14:00), თსუ  იურიდიული ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში,  მისამართი:  თბილისი,  ი. ჭავჭავაძის გამზ. №3 (II კორპუსი) 1 სართული (იურიდიული ფაკულტეტის კანცელარია) ოთახი №117;
8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი";
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
10. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, 
რექტორის მოადგილე, პროფესორი                           მერაბ ელიაშვილი 

« უკან დაბრუნება