2014-05-07
ბრძანება №:881/01-04

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2013-2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროპისმცოდნეობის სადოქტორო პროგრამაზე (ინგლისურენოვანი) დოქტორანტობის კანდიდატთა ჩარიცხვის თაობაზე" რექტორის 2014 წლის 5 მაისის №862/01-04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტისა და ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორის 2014 წლის 7 მაისის  №14640/02 წარდგინების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    შევიდეს ცვლილება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2013-2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროპისმცოდნეობის სადოქტორო პროგრამაზე (ინგლისურენოვანი) დოქტორანტობის კანდიდატთა ჩარიცხვის თაობაზე" რექტორის 2014 წლის 5 მაისის №862/01-04 ბრძანების სათაურსა, პირველ და მე-2 პუნქტებში და ისინი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა)    ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  2013-2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან იურიდიული ფაკულტეტის (პროგრამის განმახორციელებელი თსუ - დამხმარე საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეული - ევროპული კვლევების ინსტიტუტი) სადოქტორო პროგრამაზე "ევროპისმცოდნეობა" (ინგლისურენოვანი) დოქტორანტობის კანდიდატთა ჩარიცხვის თაობაზე".

ბ)    ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"1. ჩაირიცხონ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2013-2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან იურიდიული ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე "ევროპისმცოდნეობა" (ინგლისურენოვანი)  დოქტორანტობის კანდიდატები:


ა)  კეკელიძე ნინო (პირადი №)
ბ)  მაღლაკელიძე მერი (პირადი №)
გ)  მახაშვილი ლევან (პირადი №)
დ) მეგრელიშვილი ირაკლი  (პირადი №)
ე) ტატიაშვილი ნონა (პირადი №)
ვ) ქოჩორაძე თამარ (პირადი №)
ზ) ყურშუბაძე ნანა (პირადი №)
თ) წკრიალაშვილი ლევან  (პირადი №)
ი) ხუფენია შალვა (პირადი №)
კ) ჯანელიძე ნინო (პირადი №)"

გ)  ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"2. ჩაითვალონ ჩარიცხულად 2013-2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან იურიდიული ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე "ევროპისმცოდნეობა" (ინგლისურენოვანი) დოქტორანტობის კანდიდატები, ერთი თვის ვადაში შესაბამისი დოკუმენტაციის (უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება) წარმოდგენის შემთხვევაში:

ა)  ალიევა გამარ (პასპორტის №)
ბ) დოლიძე თათია (პირადი №)
გ) ხუან კარრიონ კრისტინა (პირადი №)
დ) ჩაბან ოლეკსიი (პირადი №)
ე) ჰასან-ზადა რუფატ (პირადი №)".

2.    ბრძანების დაინტერესებული პირისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3.    ბრძანება ძალაშია დაინტერესებული პირისათვის გაცნობისთანავე.



რექტორი, პროფესორი                                აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება