2011-12-05
ბრძანება №:120/01-01
ზაარლანდის უნივერსიტეტსა (გერმანია) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებისათვის გამოყოფილი სტიპენდიების მოსაპოვებლად შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
ზაარლანდის უნივერსიტეტსა (გერმანია) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებისათვის გამოყოფილი სტიპენდიების მოსაპოვებლად შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 16-ე მუხლის მეორე პუნქტის საფუძველზე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის 2011 წლის 05 დეკემბრის განცხადების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ
- ჩატარდეს სტუდენტთა შესარჩევი კონკურსი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ზაარლანდის უნივერსიტეტში (გერმანია) 2011-2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის სასწავლებლად გამოყოფილი საბაკალავრო და სამაგისტრო სადოქტორო პროგრამების სტიპენდიის მოსაპოვებლად.
- კონკურსი ჩატარდეს 2011 წლის 7 დეკემბერს 14 საათზე და 8 დეკემბერს 10 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტში (მისამართი: თსუ-ს მეორე კორპუსი, ოთახი 237).
-
დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ული კაცმაიერი – ზაარლანდის უნივერსიტეტის პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე
ბ) ელიზაბეტ ფენორი – DAAD-ს თბილისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი
გ) ნინო ქიმერიძე – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი
დ) კლაუდია ჰიპი – საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი
ე) კატრინ რიმბახი – ბოშის ფონდი
ვ) ირინა გამყრელიძე – საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის სპეციალისტი, კომისიის მდივანი.
-
დამტკიცდეს შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესი და შეფასების კრიტერიუმები (დანართი 1)
-
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს თსუ საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
-
ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.
-
ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი