2013-09-11
ბრძანება №:15/04

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საუნივერსიტეტო-საგამომცემლო საბჭოს შექმნის შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის და 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-9 და მე-12 პუნქტების ,,წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის  2 ივლისის №14 სხდომის ოქმით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის დებულების’’ მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის  საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამომცემლო საქმიანობის სრულყოფისა და გამომცემლობის ფუნქციონირების საჭიროებიდან გამომდინარე შეიქმნას საუნივერსიტეტო - საგამომცემლო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:
ა) ვლადიმერ პაპავა- რექტორი, აკადემიკოსი - კომისიის თავმჯდომარე;
ბ)  დავით ჩომახიძე - ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
გ)  თამარ ებრალიძე -გამომცემლობის დირექტორი;
დ) თამარ ვეფხვაძე - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
ე)  გიორგი ღვედაშვილი - სამეცნიერო კვლევებისა და  განვითარების დეპარტამენტის უფროსი;
ვ)  ირაკლი საღარეიშვილი - საფინანსო დეპარტამენტის უფროსი;
ზ)  გიორგი კვერენჩხილაძე - იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი;
თ)  რეზო გოგოხია - ჟურნალი ,,ეკონომიკა და ბიზნესის’’ რედაქტორი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი;
ი) ზაზა სხირტლაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
კ) რომან შაქარიშვილი - მედიცინის მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
ლ) რევაზ ჯორბენაძე- სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
მ)  გურამ ქუთელია- ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.
2. საუნივერსიტეტო - საგამომცემლო საბჭოს მიერ კონკრეტული საკითხების გადაწყვეტის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, თავისი კომპეტენტური აზრის დასაფიქსირებლად შესაძლებელია, მოწვეულ იქნეს შესაბამისი დარგის ექსპერტები.
3. დაევალოს საუნივერსიტეტო - საგამომცემლო საბჭოს  სამეცნიერო, სასწავლო და ფინანსური თვალსაზრისიდან გამომდინარე, ნაშრომებისა და სახელმძღვანელოების გამოცემის მიზანშეწონილობის საკითხზე (ტირაჟი, დანიშნულება და სხვ.) საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.
4. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს;
6.   ბრძანება ძალაშია   საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
 


    

რექტორი, აკადემიკოსი                                  ვლადიმერ პაპავა   

« უკან დაბრუნება