2009-07-03
ბრძანება №:61/01-01

იურიდიულ ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

იურიდიულ ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილი სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 16–ე მუხლის მე-2 პუნქტის, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის # 91 დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის #13 სხდომის გადაწყვეტილების, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის დამტკიცების შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის    2009 წლის 30 ივნისის #129/02-01 ბრძანების საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. გამოცხადდეს კონკურსი იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად 51 საშტატო ერთეულზე;
  2. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე 2 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი ან დოქტორანტურის სტუდენტი;
  3. კონკურსი გამოცხადდეს 2009 წლის 3 ივლისს, დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2009 წლის 3 აგვისტოდან 2009 წლის 3 სექტემბრის ჩათვლით;
  4. კონკურსი ცხადდება შემდეგ მიმართულებებზე:

    • კერძო სამართლის მიმართულება – 21 საშტატო ერთეულზე;
    • კონსტიტუციური სამართლის მიმართულება – 5 საშტატო ერთეულზე;
    • ადმინისტრაციული სამართლის მიმართულება - 5 საშტატო ერთეულზე;
    • საერთაშორისო სამართლის მიმართულება – 4 საშტატო ერთეულზე;
    • სისხლის სამართლის მიმართულება – 9 საშტატო ერთეულზე;
    • სამართლის მეთოდების მიმართულება – 2 საშტატო ერთეულზე;
    • სამართლის ისტორიის მიმართულება – 5 საშტატო ერთეულზე.
  5. თსუ ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ხელფასი განისაზღვრება თვეში არანაკლებ 675 (ექვსას სამოცდათხუთმეტი) ლარით.
  6. თსუ ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:

    • განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
    • პირადობის მოწმობის ასლი;
    • ავტობიოგრაფია (CV);
    • შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
    • სამოტივაციო წერილი.

    7. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს თსუ-ს კანცელარიაში  2009 წლის 3 აგვისტოდან 2009 წლის 3 სექტემბრის ჩათვლით, თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #3 (II კორპუსი);
    8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტში"  და განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
    9.  ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

საფუძველი: იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის წერილი #12269/02, 29.06.009 #12665/02 02.07.2009წ.

 

 

რექტორი, პროფესორი 
                                            გ. ხუბუა

« უკან დაბრუნება