2013-03-11
ბრძანება №:31/01-01
ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2013/2014 სასწავლო წლის უცხოენოვანი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი სტიპენდიების მოსაპოვებლად შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2013/2014 სასწავლო წლის უცხოენოვანი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი სტიპენდიების მოსაპოვებლად შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 15-ე მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ და ,,ს’’ ქვეპუნქტების, საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წერილის (7526; 07.03.2012) საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ
-
ჩატარდეს შესარჩევი კონკურსი ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატის მეორე და მესამე კურსის სტუდენტებისათვის ჰაილბრონის უნივერსიტეტის მიერ 2013-2014 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის გამოყოფილი საბაკალავრო სტიპენდიის მოსაპოვებლად.
-
კონკურსი ჩატარდეს 2013 წლის 12 მარტს თსუ მეორე კორპუსში, ოთახი 203 (მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი #3, თსუ-ს მეორე კორპუსი, მეორე სართული).
-
დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) კომისიის თავმჯდომარე კრისტიან ქუინი (ბოშის ფონდის ლექტორი)
ბ) კომისიის წევრი ანა ნივიანდა (თსუ-ს იაპონური ენისა და კულტურის ცენტრის კოორდინატორი)
გ) კომისიის წევრი მარტინ პიაცენა (თსუ-სა და კიოლნის უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის ”სამართლის მაგისტრის” კოორდინატორი)
დ) კომისიის წევრი ნანა მაისურაძე (თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი)
-
კომისიის მდივნად დამტკიცდეს თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის გერმანულენოვანი პროგრამების კოორდინატორი – ირინა გამყრელიძე.
-
დამტკიცდეს კონკურსის ჩატარების წესი და კანდიდატთა შესარჩევი შეფასების კრიტერიუმები (დანართი 1).
-
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოსინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
-
ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის
ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.
-
ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
რექტორი: ალექსანდრე კვიტაშვილი