2014-11-03
ბრძანება №:198/01-01

,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური ეთიკის დარღვევის დამდგენ კომისიაში შესაყვან პირთა მუდმივმოქმედი სიის დამტკიცების შესახებ” რექტორის 2014 წლის 06 აგვისტოს №131/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური ეთიკის დარღვევის დამდგენ კომისიაში შესაყვან პირთა მუდმივმოქმედი სიის დამტკიცების შესახებ” რექტორის 2014 წლის 06 აგვისტოს №131/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
   ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე  მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუქტის  ,,ა“ ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, აკადემიური საბჭოს 2014 წლის 19 მაისის №46/2014 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური ეთიკისა და სამსახურებრივი საქმიანობის ფარგლებში სამეცნიერო-საგანმანათლებლო ფუნქციის განმახორციელებელი პერსონალის სამსახურებრივი პასუხისმგებლობის შესახებ’’ დებულების მე-4 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2014 წლის 03 ნოემბრის №38040/02 წარდგინების საფუძველზე,
 ვბრძანებ:

  1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური ეთიკის დარღვევის დამდგენ კომისიაში შესაყვან პირთა მუდმივმოქმედი სიის დამტკიცების შესახებ” რექტორის 2014 წლის 06 აგვისტოს №131/01-01 ბრძანებაში და ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-4 პუნქტის "ო" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
    ,,ო) ელენე მეძმარიაშვილი – ასოცირებული პროფესორი”.
  2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება.
  3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
  4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე, პროფესორი               აკადემიკოსი ლევან ალექსიძე
« უკან დაბრუნება