2016-09-14
ბრძანება №:141/02-01

,,სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 28 აპრილის N58/02-01 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

,,სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 28 აპრილის N58/02-01 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–15 მუხლის პირველი პუნქტის, მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 23 თებერვლის N21/02-01 ბრძანებისა და თსუ ბლუმბერგის ლაბორატორიის ხელმძღვანელის ემზარ ჯგერენაიას 2016 წლის  13 სექტემბრის N31204/02 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 28 აპრილის N58/02-01 ბრძანებაში შევიდეს დამატება და ხსენებული ბრძანებით დამტკიცებული დანართს (დანართიN1) დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე 50-ე მუხლი:
„მუხლი 50. ბლუმბერგის (Bloomberg) საერთაშორისო სასწავლო - კვლევითი ლაბორატორია
1.    მაკა ღანიაშვილი - “ბლუმბერგის (Bloomberg) საერთაშორისო სასწავლო -კვლევითი ლაბორატორიის უფროსი სპეციალისტი“;
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება   დაევალოს  საინფორმაციო ტექნოლოგიებისა დეპარტამენტს.
3.  ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელი          ირაკლი საღარეიშვილი


« უკან დაბრუნება