2014-01-28
ბრძანება №:15/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრთა არჩევნების ჩატარების უზრუნველსაყოფად საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი,  მე-9 და მე-11   პუნქტების, 25-ე მუხლის,   აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 ნოემბრის N127/2013 და 2014 წლის   20 იანვრის  N4/2014 დადგენილებებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) 2013 წლის 18 ნოემბრის N7 სხდომის ოქმის  საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრთა არჩევნების ჩატარების უზრუნველსაყოფად დამტკიცდეს საარჩევნო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) არნოლდ გეგეჭკორი -   ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  პროფესორი;
ბ) გიორგი გალდავა - მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი;
გ) ინეზა გაგნიძე - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი;
დ) ცირა ბარამიძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
ე) რამაზ ქურდაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
ვ) დიმიტრი გეგენავა - წარმომადგენლობითი საბჭოს მდივანი;
ზ) ლელა ბენიძე - წარმომადგენლობითი საბჭოს კონსულტანტი;
თ) თამარ პაპაშვილი - იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი;
ი) ლევან ჩოხელი - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი.
2. არჩევნების საორგანიზაციო (ტექნიკური) ხარჯების ანაზღაურება (საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე) განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. საარჩევნო კომისიის წევრებს შესრულებული სამუშაოსათვის, კომისიის თავმჯდომარის წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე, შესაძლებელია მიეცეთ ანაზღაურება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
6.  ბრძანება ძალაშია   გამოცემისთანავე.
7. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის მე-12 კმ. №6).
 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
რექტორის მოადგილე,  აკადემიკოსი                                                      ლევან ალექსიძე


« უკან დაბრუნება