2019-02-15
ბრძანება №:46/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და სამოქმედო გეგმის შესრულების მიზნით მონიტორინგის ჯგუფის შექმნის თაობაზე” რექტორის 2018 წლის 4 ივნისის N131/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და სამოქმედო გეგმის შესრულების  მიზნით მონიტორინგის ჯგუფის შექმნის თაობაზე” რექტორის  2018 წლის  4 ივნისის N131/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე


,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმის დამტკიცების შესახებ’’ აკადემიური საბჭოს  2018 წლის 26 თებერვლის N80/2018 წლის დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმის მე-2 ნაწილის,  ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის და მე-9  პუნქტის, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2019 წლის 12 თებერვლის  №2220/10 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და სამოქმედო გეგმის შესრულების მიზნით მონიტორინგის ჯგუფის შექმნის თაობაზე”   რექტორის   2018 წლის  4 ივნისის N131/01-01 ბრძანების პირველ პუნქტში  და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და სამოქმედო გეგმის შესრულების მიზნით შეიქმნას მონიტორინგის ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:

ა) გიორგი შარვაშიძე -  რექტორი - მონიტორინგის  ჯგუფის თავმჯდომარე;
ბ) ირმა გრძელიძე - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - მონიტორინგის ჯგუფის წევრი;
გ) ანასტასია ქიტიაშვილი - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, აკადემიური საბჭოს წევრი  -   მონიტორინგის  ჯგუფის წევრი;
დ) ირინე ქურდაძე - იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი, აკადემიური საბჭოს წევრი-   მონიტორინგის  ჯგუფის წევრი;
ე) რევაზ შანიძე -    ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი -   მონიტორინგის  ჯგუფის წევრი;
ვ) ვლადიმერ მარგველაშვილი - წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი    - მონიტორინგის ჯგუფის წევრი;
ზ) მერაბ ხოხობაია - ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი -   მონიტორინგის  ჯგუფის წევრი;
თ)   ელისაბედ   ბჟალავა   -   ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა   ფაკულტეტის   პროფესორი, წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი  -   მონიტორინგის  ჯგუფის წევრი;
ი)    მიხეილ    ბახტაძე    -    ჰუმანიტარულ    მეცნიერებათა    ფაკულტეტის    პროფესორი, წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი  -  მონიტორინგის  ჯგუფის წევრი;
კ) შოთა კეჟერაშვილი - სტუდენტური თვითმართველობის წევრი.“.

2.    დაევალოს    უნივერსიტეტის    კანცელარიას    წინამდებარე    ბრძანების    გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
3.    ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.







რექტორი                            გიორგი შარვაშიძე 

« უკან დაბრუნება