2016-06-15
ბრძანება №:96/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118 დადგენილებით (დამტკიცებული თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს ოქმი №10 29.12.2014წ) დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, მე-3 მუხლის მეორე პუნქტის, ამავე წესის მე-3 მუხლის, "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 6 ივნისის №09/04 ერთობლივი ბრძანების და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის დ. კორძაიას 2016 წლის 9 ივნისის №19406/02 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორების სამსახურში მისაღებად;
2. უნივერსიტეტის ასისტენტ–პროფესორად 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;
3.კონკურსი გამოცხადდეს 2016 წლის 15 ივნისს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2016 წლის 15 ივლისიდან 2016 წლის 22 ივლისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2016 წლის 8 აგვისტოსი;
4.კონკურსი გამოცხადდეს მედიცინის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:


1.   თერაპიის დეპარტამენტი
ასისტენტ – პროფესორი – 5 საშტატო ერთეული

2.   ქირურგიის დეპარტამენტი
ასისტენტ – პროფესორი – 6 საშტატო ერთეული

3.   სტომატოლოგიისა და ყბა-სახის ქირურგიის დეპარტამენტი
ასისტენტ – პროფესორი – 4 საშტატო ერთეული

4.   ადამიანის ანატომიის, ტოპოგრაფიული ანატომიისა და ოპერაციული
ქირურგიის დეპარტამენტი
ასისტენტ – პროფესორი – 3 საშტატო ერთეული

5.   მეანობა-გინეკოლოგიისა და რეპროდუქტოლოგიის დეპარტამენტი
ასისტენტ – პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

6. ფსიქიატრიისა და სამედიცინო ფსიქოლოგიის დეპარტამენტი
ასისტენტ – პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

7. სამედიცინო რადიოლოგიისა და ენდოსკოპიის დეპარტამენტი
ასისტენტ – პროფესორი – 2 საშტატო ერთეული

8. უროლოგიის დეპარტამენტი
ასისტენტ – პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

9. პედიატრიის დეპარტამენტი
ასისტენტ – პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

10. ფარმაკოლოგიის დეპარტამენტი
ასისტენტ – პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
 
11. ინფექციურ დაავადებათა და კლინიკური იმუნოლოგიის დეპარტამენტი
ასისტენტ – პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

12. გადაუდებელი და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტი
ასისტენტ – პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

13. ონკოლოგიის დეპარტამენტი
ასისტენტ – პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

5.   ასისტენტ - პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);  
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);     
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ვ) სამოტივაციო წერილი;
ზ) ინფორმაცია კლინიკური ბაზის შესახებ, რომელიც შეიცავს:
ზ.ა. თანხმობის წერილს იმ ბაზის/ბაზების ხელმძღვანელისაგან, სადაც უნდა განხორციელდეს აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი პროცესი.
ზ.ბ. კლინიკური ბაზის/ბაზების ძირითად სტატისტიკურ მონაცემებს.
ზ.გ. კლინიკური ბაზაზე/ბაზებზე არსებული სასწავლო პროცესისათვის განკუთვნილი სივრცის აღწერილობას და სასწავლო პროცესისათვის გამოყოფილი მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის ჩამონათვალს.

6.   საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2016 წლის 15 ივლისიდან 2016 წლის 22 ივლისის ჩათვლით 1100-დან 1700 საათამდე მედიცინის ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში. მისამართი: ქ.თბილისი, ჭიაურელის №2, თსუ ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი, II სართული, ოთახი N27-28;
7.   ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი";
8.   ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9.   დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
10.   ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორის მოვალეობის
შემსრულებელი, პროფესორი დარეჯან თვალთვაძე


« უკან დაბრუნება