2012-12-10
ბრძანება №:514/02-04

ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის I სემესტრის მაგისტრანტების 2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე

ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის I სემესტრის მაგისტრანტების 2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე
  "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული)  იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის  ,,კ’’ და ,,ნ” ქვეპუნქტების,  24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2012 წლის  21 მარტის №47/01-01  და 6 აგვისტოს №99/01-01 ბრძანებების, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის დ. კანდელაკის 2012 წლის 3 დეკემბრის №31288/02  დასკვნის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის ა. ხელაძის  2012 წლის 29 ნოემბრის  №30982/02 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სპეციალობის გამოცდაში  მიღებული მაღალი შეფასების საფუძველზე, უნივერსიტეტის მიერ, 2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, დაფინანსდნენ, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის I სემესტრის შემდეგი მაგისტრანტები:
 ა) ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა
   ა.ა) აბესაძე ნინო  - 1406.25 ლარი;
   ა.ბ) დგებუაძე გვანცა - 1406.25 ლარი;
   ა.გ) თოდუა ავთანდილი  - 1406.25 ლარი;
   ა.დ) ვანიშვილი ლადო - 1406.25 ლარი;
   ა.ე) მჭედლიძე ნინო - 1406.25 ლარი.
2.  დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები მაგისტრანტების მონაცემთა ბაზაში.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5.   ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:                                  დ. ჩომახიძე

« უკან დაბრუნება