ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობებზე ასისტენტ-პროფესორთა დანიშვნის შესახებ (ბრძანება №26/01-03)
ბრძანება № 26 / 01-03
01.10.2008 წ
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობებზე ასისტენტ-პროფესორთა დანიშვნის შესახებ
საქართველოს
შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის, 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტის,
"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის,
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის
#490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-16
მუხლის მე-2 პუნქტის "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის საშტატო განრიგის დამტკიცების
შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2008 წლის 23 ივნისის 74/02-01
ბრძანებაში ცვლილების შეტანისა და დამტკიცების შესახებ" ადმინისტრაციის
ხელმძღვანელის 2008 წლის 29 აგვისტოს #116/02-01 ბრძანების, "ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორის
აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ"
რექტორის 2008 წლის 11 ივნისის #39/01-01 ბრძანების საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. დაინიშნონ 2008 წლის 1 ოქტომბრიდან 2010 წლის 2 ოქტომბრამდე
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის
ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე დანართი 1-ით
განსაზღვრული პირები;
2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს (ნ. ლაცაბიძე)
უზრუნველყოს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება დანართი 1-
ით განსაზღვრულ პირებთან;
3. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად;
4. ბრძანება განთავსდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008
წლის 30 სექტემბრის #136 დადგენილება "ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტველო
ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორების აკადემიურ
თანამდებობებზე არჩევის შესახებ".
რექტორი, პროფესორი
გ. ხუბუა