2013-10-25
ბრძანება №:134/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის სტუდენტებისათვის 2013-2014 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, 59-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ივლისის №187 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის  სტუდენტებისათვის 2013-2014 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები შემდეგი სახით:

ა) შემოდგომის სემესტრი
ა.ა) ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია – 29 ოქტომბერი-4 ნოემბერი;
ა.ბ) სააუდიტორიო მეცადინეობები – 4 ნოემბერი - 15 თებერვალი;
ა.გ) საგამოცდო პერიოდი - 17 -28 თებერვალი (ძირითადი გამოცდები), 4– 15 მარტი
        (დამატებითი გამოცდები).

ბ) გაზაფხულის სემესტრი:
ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 10 - 21 მარტი;
ბ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 20 – 24 მარტი;
ბ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 24 მარტი – 5 ივლისი;
ბ.დ) საგამოცდო პერიოდი - 7 - 18 ივლისი (ძირითადი გამოცდები), 21ივლისი –                    
        2 აგვისტო (დამატებითი გამოცდები);

2.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
3.    დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.    ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.



რექტორი, აკადემიკოსი                                    ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება