2013-03-15
ბრძანება №:24/02-01
ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის საერთო სამაგისტრო გამოცდაში მომზადების სამთვიანი კურსის საფასურის განსაზღვრის თაობაზე
ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის საერთო სამაგისტრო გამოცდაში მომზადების სამთვიანი კურსის საფასურის განსაზღვრის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის #208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 23-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მომზადების განყოფილების უფროსის 2013 წლის 06 მარტის #7212/02 კორესპონდენციის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა მოსამზადებელ განყოფილებაში მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის საერთო სამაგისტრო გამოცდაში მომზადების სამთვიანი კურსის საფასური 2012 – 2013 სასწავლო წლისათვის განისაზღვროს სრული კურსისათვის – 700 ლარის ოდენობით (წაკითხულის გააზრება და ლოგიკური მსჯელობა – 200 ლარი; ანალიტიკური წერა – 200 ლარი; რაოდენობრივი მსჯელობა – 300 ლარი).
2. ცალკეული სასწავლო კურსის არჩევის შემთხვევაში საფასურის ოდენობა განისაზღვრება წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტით დადგენილი ოდენობების შესაბამისად.
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
4. დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე განთავსება.
5. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დავით ჩომახიძე « უკან დაბრუნება