2013-04-08
ბრძანება №:42/01-01
,,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიაში მომუშავე დამხმარე პერსონალის მიერ ლექციების, სემინარებისა და პრაქტიკული მეცადინეობების წარმართვის პროცესის მოწესრიგების მიზნით” თსუ რექტორის 2009 წლის 12 თებერვლის #12/01-01 ბრძანების გაუქმების თაობაზე
,,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიაში მომუშავე დამხმარე პერსონალის მიერ ლექციების, სემინარებისა და პრაქტიკული მეცადინეობების წარმართვის პროცესის მოწესრიგების მიზნით” თსუ რექტორის 2009 წლის 12 თებერვლის #12/01-01 ბრძანების გაუქმების თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის #208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა” და ,,ს” ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის რ. ბოჭორიშვილის 2013 წლის 27 მარტის #9667/02, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დ. თვალთვაძის 2013 წლის 14 მარტის #8248/02, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის დ.კორძაიას 2013 წლის 3 აპრილის #10504/02 წერილების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. გაუქმდეს 2013 წლის 4 მარტიდან ,,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიაში მომუშავე დამხმარე პერსონალის მიერ ლექციების, სემინარებისა და პრაქტიკული მეცადინეობების წარმართვის პროცესის მოწესრიგების მიზნით” თსუ რექტორის 2009 წლის 12 თებერვლის #12/01-01 ბრძანება.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს;
3. ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს პერსონალის მართვის დეპარტამენტმა.
5. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი « უკან დაბრუნება