2010-09-09
ბრძანება №: 82/01-01
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ
"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, 35-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 16-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 44-ე მუხლის, 45-ე მუხლის, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ" აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის №91 დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილების, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ" აკადემიური საბჭოს დადგენილება №91-ში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ" ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2010 წლის 18 იანვრის №1 დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2010 წლის 26 მარტის №24 სხდომის გადაწყვეტილების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2010 წლის 7 ივლისის №156/02-01 ბრძანების, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2010 წლის 8 სექტემბრის №20594/02 წერილის საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
- გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორთა ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად;
- ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე 2 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი ან დოქტორანტურის სტუდენტი;
- კონკურსი გამოცხადდეს 2010 წლის 8 სექტემბერს, დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2010 წლის 8 ოქტომბრიდან 2010 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით, კონკურსი ტარდება საბუთების მიღების დასრულებიდან არანაკლებ 1 და არაუგვიანეს 2 თვის ვადაში;
-
კონკურსი გამოცხადდეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორთა ვაკანტური აკადემიურ თანამდებობის დასაკავებლად შემდეგი მიმართულებით:
ახალი ბერძნული ფილოლოგია
ასისტენტ პროფესორი – 1
განათლების მეცნიერებები
ასისტენტ პროფესორი – 1
-
ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ხელფასი განისაზღვრება თვეში არანაკლებ 540 (ხუთას ორმოცი) ლარით;
-
ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) სამოტივაციო წერილი.
-
საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2010 წლის 8 ოქტომბრიდან 2010 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, თბილისი ი.ჭავჭავაძის გამზ. №36 (V კორპუსი) მე-3 სართული, ოთახი №315;
-
ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტში" და განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
-
დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ა. კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება