2015-12-07
ბრძანება №:195/02-01

სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის დეპარტამენტის (II კორპუსი) ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების ჩამოწერის შესახებ


სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის დეპარტამენტის (II კორპუსი) ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების  ჩამოწერის შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუქნტის "ზ" ქვეპუნქტის, 85-ე მუხლის პირველი პუნქტის, "საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის  №82 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტის, მე-5 მუხლის, უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2014 წლის 26 ივნისის №3 სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების, სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 05 სექტემბრის №5/32749 და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის 2015 წლის 08 ივლისის №MES11500660518 კორესპონდენციების, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2012 წლის 13 თებერვლის №17/02-01 ბრძანების საფუძველზე შექმნილი კომისიის 2014 წლის 24 ივნისის ოქმისა და 2015 წლის 07 დეკემბრის დასკვნის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩამოწერილ იქნას სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის დეპარტამენტის (II კორპუსი) ბალანსიდან   230210,12  ლარის ღირებულების ძირითადი აქტივები (890 ერთეული, დანართი #1);
2. დაევალოს იურიდიულ დეპარტამენტს ძირითადი აქტივების ჩამოწერის შედეგად მიღებული ჯართის (სავარაუდო წონა 15955კგ.) კანონმდებლობის შესაბამისად განკარგვის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
3. დაევალოს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს  ჩამოწერილი ძირითადი აქტივების განკარგვა განახორციელოს კანონმდებლობის შესაბამისად;
4. დაევალოს კანცელარიას გადასცეს წინამდებარე ბრძანება დაგზავნის ფურცელში მითითებულ სტრუქტურულ ერთეულებს;
5. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის  დეპარტამენტს  ბრძანების უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსება;
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                      დ.ჩომახიძე

« უკან დაბრუნება