2017-12-01
ბრძანება №:263/02-01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის განყოფილების ხელმძღვანელების შესარჩევად კომისიის შემადგენლობისა და კომისიის მუშაობის წესის დამტკიცების შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის განყოფილების ხელმძღვანელების შესარჩევად კომისიის შემადგენლობისა და კომისიის მუშაობის წესის დამტკიცების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15-ე მუხლის პირველი პუნქტის, მე-16-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტის, "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის განყოფილების ხელმძღვანელების შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 22 ნოემბრის #252/02-01 ბრძანების მე-3 პუნქტის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის განყოფილების ხელმძღვანელების (უფროსი) შესარჩევად კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)
ირინე დარჩია _ თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი _ კომისიის თავმჯდომარე
ბ)
მაია ჭელიძე _ (მდივანი) პერსონალის მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი _ კომისიის წევრი
დ)
ლია ღლონტი _ ერაზმუს+-ის ეროვნული ოფისის კოორდინატორი _ კომისიის წევრი
დ)
ელენე ჯიბლაძე _ ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს უმაღლესი და პროფესიული განათლების პროექტის კოორდინატორი _ კომისიის წევრი
ე)
ნინო ჩიხლაძე _ თსუ მედიცინის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი _ კომისიის წევრი
ვ)
გიორგი მახარობლიშვილი – თსუ იურიდიული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი _ კომისიის წევრი
2.
დამტკიცდეს სსიპ უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის განყოფილების ხელმძღვანელების (უფროსი) შესარჩევი კომისიის მუშაობის წესი (დანართი №1 );
3.
ბრძანება განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
4.
დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
5.
ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელძღვანელი ნუნუ ოვსიანიკოვა