2008-09-24
ბრძანება №:0

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე ასოცირებულ პროფესორთა დანიშვნის შესახებ (ბრძანება №21/01-03)

ბრძანება № 21 / 01-03
       24.09.2008 წ
  

 

 

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე ასოცირებულ პროფესორთა დანიშვნის შესახებ

საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის, 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის  #490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2008 წლის 23 ივნისის 74/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანისა და დამტკიცების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2008 წლის 29 აგვისტოს #116/02-01 ბრძანების, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ასოცირებულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ" რექტორის 2008 წლის 14 ივლისის #62/01-01 ბრძანების საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. დაინიშნონ 2008 წლის 24 სექტემბრიდან 2011 წლის 25 სექტემბრამდე   ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე:

ისტორიის მიმართულება (ამერიკისმცოდნეობა)
ელენე მეძმარიაშვილი

ისტორიის მიმართულება  (კავკასიის ისტორია)
კვიციანი ჯონი

  1. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს (ნ. ლაცაბიძე) უზრუნველყოს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება ამავე ბრძანებით განსაზღვრულ პირებთან;
  2. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად;
  3. ბრძანება განთავსდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
  4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

    საფუძველი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 23 სექტემბრის #133 დადგენილება "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ".

 

    რექტორი, პროფესორი 
გ. ხუბუა

« უკან დაბრუნება