2016-03-28
ბრძანება №:39/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების დანიშვნის, წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადების განსაზღვრისა და საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების დანიშვნის, წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადების განსაზღვრისა და საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის, მე–16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, მე–20 მუხლის პირველი, მე–2, მე–4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55–ე მუხლის მე–2 ნაწილის, 56–ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-7 მუხლის მე-8 პუნქტი, მე–14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, მე-9 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევის წესის შესახებ“ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 30 სექტემბრის №96 დადგენილების, პროფესორების გიორგი გოგსაძისა და მარიამ გერსამიას 2016 წლის 17 მარტის №11130/02 და    2016 წლის 18 მარტის №11130/02 განცხადებების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს    2015 წლის 30 ნოემბრის, 2016 წლის 18 მარტის სხდომების №24 და №10 ოქმების საფუძველზე,    
 
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტასთან დაკავშირებით, (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - 1 წევრი; სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - 2 წევრი), დაინიშნოს აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნები უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრების დარჩენილი უფლებამოსილების ვადით 2016 წლის 19 აპრილს, შემდეგ ფაკულტეტებზე: 
ა) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - 1 წევრი;
ბ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - 2 წევრი;

2.    განისაზღვროს საარჩევნო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ნინო მიქიაშვილი - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;

ბ) ნათია დათიაშვილი - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მთავარი სპეციალისტი;

გ) მედეა უშარაული - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მთავარი სპეციალისტი;

დ) მანანა გორდეზიანი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;

ე) ეკატერინე ნავროზაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;

ვ) ალექსანდრე ბოშიშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი;

ზ) ზურაბ ჩხაიძე - მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;

თ) გიორგი გოროშიძე- ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა  ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;

ი) დემეტრე ეგნატაშვილი - იურიდიული ფაკულტეტის დეკანის აპარატის უფროსი;

კ) გიორგი ჩაკვეტაძე - იურიდიული ფაკულტეტის დეკანის აპარატის უფროსი სპეციალისტი.

3.    საარჩევნო კომისიას დაევალოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2016 წლის    19 აპრილის არჩევნების დადგენილ ვადებში, მოქმედ კანონმდებლობასა და შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ – სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობაში ჩატარება.

4.     საარჩევნო კომისიის წევრებს შესრულებული სამუშაოსათვის მიეცეთ ანაზღაურება კანომდებლობით დადგენილი წესით, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით.

5.    არჩევნების საორგანიზაციო (ტექნიკური) ხარჯების ანაზღაურება (საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე) განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6.  აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყოს  2016 წლის  30 მარტს  და დასრულდეს 2016 წლის 8 აპრილს 18:00 საათზე.

7.  კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს ივანე ჯავახიშვილის    სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში    შემდეგ მისამართზე:  ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N1, უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, ოთახი N114.

8. კომისიის სამუშაო ოთახი განთავსებულია მისამართზე: ქ. თბილისი,   ილია ჭავჭავაძის გამზირი N3, უნივერსიტეტის მე-2 კორპუსი, ოთახი N135.

9.    ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
10.  ინფორმაციის უნივერსიტეტის გაზეთ – ,,თბილისის უნივერსიტეტში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა დაევალოს გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ მთავარ რედაქტორს ნინო კაკულიას. 
11.    ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
12.    ბრძანების შესასრულებლად გადაცემა მასში მოყვანილ დაინტერესებულ პირთათვის   დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
13.    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით – გამოქვეყნებისთანავე.
14.    კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილეს ერმი ქემოკლიძეს.
15. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში    ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).


რექტორი, პროფესორი                                                        აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა 

« უკან დაბრუნება