2019-07-24
ბრძანება №:159/02-01
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის საგანმანათლებლო, სამეცნიერო, საგამოცდო, მხატვრული, სანახაობრივი, სპორტული ღონისძიების ორგანიზების პროცედურის განსაზღვრისა და მომსახურეობის სახეობების განსაზღვრის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 30 მარტის N31/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის საგანმანათლებლო, სამეცნიერო, საგამოცდო, მხატვრული, სანახაობრივი, სპორტული ღონისძიების ორგანიზების პროცედურის განსაზღვრისა და მომსახურეობის სახეობების განსაზღვრის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 30 მარტის N31/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების და დამოუკიდებელი შემფასებლის 2019 წლის 27 მაისის დასკვნის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის საგანმანათლებლო, სამეცნიერო, საგამოცდო, მხატვრული, სანახაობრივი, სპორტული ღონისძიების ორგანიზების პროცედურის განსაზღვრისა და მომსახურეობის სახეობების განსაზღვრის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 30 მარტის N31/02-01 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანების მე-3 - მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
,,3. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის მიერ დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის საგანმანათლებლო, სამეცნიერო, საგამოცდო, მხატვრული, სანახაობრივი, სპორტული, საჯარო ლექციების, პრეზენტაციების, გამოფენების, კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიების ორგანიზებისათვის შესაბამისი მომსახურების ხელშეკრულებების გაფორმების მიზნით განისაზღვროს მომსახურების შესაბამისი პაკეტები (დანართი N1, დანართი N2; დანართი N3; თსუ-ის შეთავაზების პირობები კონკრეტული მომსახურეობისათვის). განცხადების წარმომდგენი ვალდებულია განცხადებაში მიუთითოს, ხოლო თუ აუცილებლობა მოითხოვს დააზუსტოს მისთვის სასურველი რომელი მომსახურეობის პაკეტის/ების ფარგლებში სურს მომსახურეობის მიღება.
4. მომსახურების შესაბამისი პაკეტების (თსუ-ის შეთავაზების პირობები კონკრეტული მომსახურეობისათვის) განსაზღვრა, მათი პირობების ცვლილების განხორციელება და დასამტკიცებლად წარდგენის პროცედურების უზრუნველყოფა
დაევალოს სპორტისა და კულტურის დეპარტამენტს (წინამდებარე ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1), თსუ საგამოცდო ცენტრს (წინამდებარე ბრძანებით დამტკიცებული დანართი N2) და თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკას (წინამდებარე ბრძანებით დამტკიცებული დანართი N3).
5. წინამდებარე ბრძანებით გათვალისწინებული დანართი N1, დანართი N2 და დანართი N3-ით განსაზღვრული მომსახურების პაკეტებით მომსახურების 1 საათის ღირებულების დადგენა განხორციელდეს დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნის საფუძველზე, არანაკლებ წელიწადში ერთხელ მაინც, ასევე ამ ვადის გასვლამდე მომსახურების შესაბამის პაკეტში ფასის განმსაზღვრელი მონაცემების ცვლილების შემთხვევაში. 1 (ერთი) წლის ვადის ათვლა განხორციელდეს შეფასების თარიღის მიხედვით.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა საღინაძე