2014-10-06
ბრძანება №:177/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მონაწილე პირთათვის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე გამოცდების ჩატარების ვადების განსაზღვრის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და "სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ" თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანებისა და "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების  მიღების წესისა და უცხო ენის ცოდნის განმარტების შესახებ" თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2014 წლის 9 ივნისის №49/2014 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული №1 დანართის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული გამოცდების ჩატარების ვადები 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მონაწილე პირთათვის: 

ა)  გამოცდა ინგლისური ენაში – 7 ოქტომბერი ( 9 საათი);
       გამოცდის შედეგების გამოცხადება - 7 ოქტომბერი (13 საათი);
       გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 7 ოქტომბერი (14 – 16 საათი);
       აპელაციის შედეგების გამოცხადება - 7 ოქტომბერი (17 საათი).


ბ)  გამოცდა სპეციალობაში – 8 ოქტომბერი ( 9 საათი);
    გამოცდის შედეგების გამოცხადება - 8 ოქტომბერი (13 საათი);
    გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 8 ოქტომბერი (14 – 16 საათი);
    აპელაციის შედეგების გამოცხადება - 8 ოქტომბერი (17 საათი).

გ) გამოცდა რუსულ ენაში – 9 ოქტომბერი ( 9 საათი);
    გამოცდის შედეგების გამოცხადება - 9 ოქტომბერი (13 საათი);
      გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 9 ოქტომბერი (14 – 16 საათი);
      აპელაციის შედეგების გამოცხადება - 9 ოქტომბერი (17 საათი).

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს
უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი, პროფესორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება