2009-03-02
ბრძანება №:0

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ (ბრძანება №10/01-01)

ბრძანება # 10 / 01 -01
       03.02.2009 წ
       

 

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 16-ე მუხლის მე-2 პუნქტის "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ" აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის #91 დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის #13 სხდომის გადაწყვეტილების საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად: ეკონომიკის მიმართულება-  საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობის ქვემიმართულებით - 1  ასოცირებული პროფესორი;
  2. კონკურსი გამოცხადდეს 2009 წლის 4 თებერვალს, დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2009 წლის 4 მარტი;
  3.  ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
    ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
    ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
    გ) ავტობიოგრაფია (cv);
    დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტები) ასლი;
    ე) სალექციო კურსების ჩამონათვალი _ სილაბუსებით;
    ვ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;
    ზ) ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებული ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის კვლევით პოტენციალს.





    კანდიდატმა სასურველია წარმოადგინოს:

    ა)  ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში საგრანტო პროექტების ხელმძღვანელობის ან პროექტებში მონაწილეობის შესახებ;
    ბ) ინფორმაცია მისი ხელმძღვანელობით შედგენილი და განხორციელებული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შესახებ;

    5. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს თსუ-ს   კანცელარიაში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. #1
    6.   ბრძანება გამოქვეყნდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
    7.  ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე;

   საფუძველი: ეკონომიკისა დ ბიზნესის  ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის წერილი #1081/02 29.01.2009წ.

 

  რექტორი, პროფესორი
                                         გ. ხუბუა 

« უკან დაბრუნება