2013-11-15
ბრძანება №:141/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის "კარიერული განვითარების ცენტრის” კოორდინატორის შესარჩევი კომისიის დამტკიცების შესახებ

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტის, "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კარიერული განვითარების ცენტრის შექმნისა და ცენტრის სტრატეგიის შემუშავების მიზნით კოორდინატორის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2013 წლის 24 ოქტომბრის №129/02-01 ბრძანების მე-11 პუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის "კარიერული განვითარების ცენტრის” კოორდინატორის შესარჩევად კომისია შემდეგი შემადგენლობით: 
ა) მარინე ჩიტაშვილი - სოციალურ და პოლტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, თსუ რექტორის მოადგილე - კომისიის თავმჯდომარე;
ბ) მერაბ ელიაშვილი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, თსუ  რექტორის  მოადგილე;
დ) თეა გერგედავა – საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი;
ე) მაია რობაქიძე – სოციალურ და პოლტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასისტენტ- პროფესორი;
ვ) ირაკლი მურცხვალაძე – რექტორის მრჩეველი;
ზ) ეთერ ბლიაძე – პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი (მდივანი);
2. დამტკიცდეს თსუ "კარიერული განვითარების ცენტრის” კოორდინატორის შესარჩევი კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1);
3. ბრძანება განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელძღვანელი                                 დ. ჩომახიძე

« უკან დაბრუნება