2016-10-28
ბრძანება №:190/01-01
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის ,,მედიცინა“ (ინგლისურენოვანი) 2016-2017 სასწავლო წელს ჩარიცხული სტუდენტებისათვის 2016-2017 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის ,,მედიცინა“ (ინგლისურენოვანი) 2016-2017 სასწავლო წელს ჩარიცხული სტუდენტებისათვის 2016-2017 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2016 წლის 24 ოქტომბრის N39097/02 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის ,,მედიცინა“ (ინგლისურენოვანი) 2016-2017 სასწავლო წელს ჩარიცხული სტუდენტებისათვის 2016-2017 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები შემდეგი სახით:
ა) შემოდგომის სემესტრი
ა.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 28-31 ოქტომბერი;
ა.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 28-31 ოქტომბერი;
ა.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები – 31 ოქტომბერი - 18 თებერვალი;
ა.დ) არდადეგები – 1- 8 იანვარი, 3-9 აპრილი;
ა.ე) საგამოცდო პერიოდი - 20 თებერვალი - 15 მარტი (ძირითადი გამოცდები), 30 მარტი – 2 აპრილი (დამატებითი გამოცდები).
ბ) გაზაფხულის სემესტრი:
ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 3-9 აპრილი;
ბ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 3-9 აპრილი;
ბ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 10 აპრილი – 22 ივლისი;
ბ.დ) საგამოცდო პერიოდი - 24 ივლისი - 16 აგვისტო (ძირითადი გამოცდები), 31 აგვისტო – 6 სექტემბერი (დამატებითი გამოცდები);
ბ.ე) არდადეგები - 7 სექტემბერი - 2 ოქტომბერი.
2.
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.
დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.
ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი
გიორგი შარვაშიძე