2010-06-24
ბრძანება №:147/02-01

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის” 23-ე და 24-ე მუხლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 25-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ზ” პუნქტის საფუძველზე,
                          
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებით სარგებლობის წესი (დანართი 1).
  2. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საუნივერსიტეტო და საფაკულტეტო ბიბლიოთეკების ხელმძღვანელებს.
  3. ბრძანება საჯარო გაცნობის მიზნით განთავსდეს თსუ ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
  4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.







ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელი                           რომან ხარბედია
« უკან დაბრუნება