2010-07-07
ბრძანება №:156/02-01

"ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის დამტკიცების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2010 წლის 4 თებერვლის №17/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანისა და დამტკიცების შესახებ

"ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის დამტკიცების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2010 წლის 4 თებერვლის №17/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანისა და დამტკიცების შესახებ

"საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 1-ლი ნაწილის "დ" პუნქტის,  ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე და 24-ე მუხლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის საფუძველზე 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. შევიდეს ცვლილება "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის დამტკიცების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2010 წლის 4 თებერვლის №17/02-01  ბრძანებაში;
  2. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის საშტატო განრიგი და სახელფასო ფონდი თანდართული სახით (დანართი 1);
  3. დაევალოს კანცელარიას (ნ. ოვსიანიკოვა) უზრუნველყოს ამ ბრძანების გადაცემა უნივერსიტეტის ფაკულტეტებისათვის;
  4. ბრძანება განთავსდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
  5. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად;
  6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

საფუძველი:  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის წერილი №654/01-02-03-08 15.06.2010წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წერილი №16471/02,  07.07.2010წ.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                 რ. ხარბედია
« უკან დაბრუნება