2016-12-23
ბრძანება №:1134/02-04
,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე გაცვლითი სტატუსით ჩამოსული სტუდენტებისათვის სტიპენდიის დანიშვნის შესახებ’’ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის 2016 წლის 26 სექტემბრის №774/02-04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე გაცვლითი სტატუსით ჩამოსული სტუდენტებისათვის სტიპენდიის დანიშვნის შესახებ’’ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის 2016 წლის 26 სექტემბრის №774/02-04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’ და ,,პ’’ ქვეპუნქტების, საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მ. მენთეშაშვილის 21.12.2016წ. №45487/02 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
შევიდეს ცვლილება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის 2016 წლის 26 სექტემბრის №774/02-04 ბრძანების დანართი №1-ში და იგი ჩამოყალიბდეს ახალ წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული ფორმით.
2.
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.
დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის.
4.
ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნ. ოვსიანიკოვა