ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ გიორგი ხუბუას ბრძანება მაგისტრატურაში 2006–2007 სასწავლო წლის მიღების ორგანიზებულად ჩატარების შესახებ (ბრძანება N21/01–01)
ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში
2006–2007 სასწავლო წლის მიღების ორგანიზებულად ჩატარების შესახებ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში 2006–2007 სასწავლო წლის მიღების ორგანიზებულად ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22–ე მუხლის შესაბამისად,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. დამტკიცდეს იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურაში მიმღები საუნივერსიტეტო კომისია (დანართი 1);
2. დამტკიცდეს მაგისტრატურაში მიმღები საუნივერსიტეტო საპრეტენზიო კომისია (დანართი 2);
3. სასწავლო პროცესის მართვისა და სტუდენტთა რეგისტრაციის
სამსახურმა უზრუნველყოს 2006–2007 სასწავლო წელს თსუ–ს იურიდიული
ფაკულტეტის მაგისტრატურაში მისაღები გამოცდების ჩატარება რექტორის 2007
წლის 30 იანვრის № 08/01–01 ბრძანების პირველი პუნქტით დადგენილი წესით.
4. დაევალოს საერთო განყოფილებას (ნ. ოვსიანიკოვა), უზრუნველყოს
ამ ბრძანების გადაცემა უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და სტრუქტურული
ერთეულებისათვის;
5. ბრძანება განთავსდეს თსუ–ს ვებგვერდზე,
6. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.
საფუძველი: იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს წარდგინება.
რექტორი, პროფესორი გ. ხუბუა
დანართი 1
იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის მისაღების გამოცდების კომისიის შემადგენლობა:
- ლევან ალექსიძე – სრული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე)
- ავთანდილ დემეტრაშვილი – სრული პროფესორი
- ზურაბ ძლიერიშვილი – სრული პროფესორი
- მერაბ ტურავა – ასოცირებული პროფესორი
- მაკა სალხინაშვილი – ასოცირებული პროფესორი
დანართი 2
იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის სააპელაციო კომისია:
1. გოჩა მამულაშვილი – სრული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე)
2. თამარ ჩიტოშვილი – ასოცირებული პროფესორი
3. კახი ყურაშვილი – ასოცირებული პროფესორი